Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ ამოვიცნოთ ონლაინ თაღლითობა

როგორ ამოვიცნოთ ონლაინ თაღლითობა


თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა წარსულისთვის დამხასიათებელი დამღლელი ბიუროკრატიული სერვისები მოქნილი და კომფორტული გამხდარიყო: დღეს სახლიდან გაუსვლელადაც კი შეგვიძლია ათეულობით სასურველი მომსახურებით სწრაფად და მარტივად ვისარგებლოთ.

ამასთან ერთად, სამწუხაროდ, სახე იცვალა იმ საფრთხეებმაც, რომლებიც ჩვენს ფინანსურ საკუთრებას ემუქრება: გამოჩდნენ თაღლითები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა გზით ცდილობენ მომხმარებლების პირადი საბანკო ინფორმაცია მოიპოვონ და შემდეგ სხვისი კუთვნილი თანხა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ.

ინტერნეტთაღლითობის ფორმებს შორის ყველაზე ცნობილია ფიშინგი — როცა ინტერნეტში პირად ინფორმაციას მოტყუებით უზიარებ სხვას, და ქარდ ფროდი — როცა საბანკო ბარათის მონაცემები თაღლითის ხელში აღმოჩნდება.

საბანკო სერვისებით სარგებლობისას ყველა მომხმარებელი მისთვის განკუთვნილ მონაცემებს ფლობს, რაც მას საშუალებას აძლევს, მხოლოდ თავად განკარგოს თავისი ფინანსური ანგარიშები უსაფრთხოდ.

ამის მიუხედავად, თაღლითები მაინც ახერხებენ ამ მონაცემების ხელში ჩაგდებას. როგორ ხდება ეს? ყველაზე ხშირად სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებებისა თუ სხვადასხვა საეჭვო საიტებზე განთავსებული შეთავაზებების საშუალებით თაღლითები შეფარული მიზნებით (მაგალითად, გათამაშებაში მონაწილეობა) ითხოვენ საბანკო მონაცემების გაზიარებას.

თაღლითების ხელში პირადი ინფორმაციის აღმოჩენის შემდეგ, ისინი უკვე ახერხებენ ბარათიდან თანხის სხვადასხვა გზით ჩამოჭრას. ხანდახან ანგარიშის მფლობელს თანხის ჩამოჭრის შესახებ მობილურზე სპეციალური კოდიც მისდის, რომელსაც ასევე უზიარებს უცხო პირს, რის შემდეგაც კიდევ უფრო მარტივი ხდება სხვისი ანგარიშიდან თანხის გამოყენება: განმეორებითი ტრანზაქციის შემთხვევაში, ყოველ შემდგომ ჩამოჭრაზე, ტრანზაქციის SMS-ით დადასტურება საჭირო აღარ არის.

ამასთანავე არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე განთავსებული აქვს უძრავი/მოძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასეთ დროს თაღლითები უკავშირდებიან მას და თითქოს ამ ქონების შეძენის მიზნით წინასწარ სურდეთ მფლობელისთვის თანხის ჩარიცხვა, ბარათის მონაცემების გაზიარებას ითხოვენ. ბარათის მონაცემები მხოლოდ მის მფლობელს ეკუთვნის თუ მას სხვას გაუზიარებთ, დიდია ალბათობა, რომ თაღლითურ მახეში გაებათ.

თაღლითობის მსხვერპლები ხშირად ხდებიან სხვადასხვა ონლაინ თამაშების მომხმარებლებიც: მსგავსი პლატფორმები, როგორც წესი, არ გამოირჩევიან ინფორმაციის დაცვის მაღალი ხარისხით, შესაბამისად, თაღლითები უფრო მარტივად ახერხებენ, რომ სხვის პირად მონაცემებზე წვდომა მოიპოვონ.

იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევებისგან თავი დაიზღვიოთ, უმჯობესი იქნება, თუ ასეთ საიტებზე ცალკე ბარათით ისარგებლებთ და მხოლოდ იმ კონკრეტული ოდენობის თანხას ჩარიცხავთ, რამდენის დახარჯვასაც აპირებთ. ამავდროულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია, რომელიც ყოველი ტრანზაქციისას ერთჯერადი კოდის დადასტურებას საჭიროებს, რაც შეუმჩნევლად სხვადასხვა ოდენობის თანხის მრავალჯერ ჩამოჭრისგან დაგიცავთ.

იმისათვის, რომ შემთხვევით ზემოთ აღწერილი სიტუაციებიდან რომელიმე თავად არ გადაგხდეთ, საჭიროა, ერთი რამ კარგად დაიმახსოვროთ: თქვენი ბარათის მონაცემები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და ის არავის უნდა გაუზიაროთ. იგივე ეხება მობილურზე შეტყობინების სახით ერთჯერადად მოსულ კოდებსაც (გამონაკლისის სახით, ის მხოლოდ ბანკის თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე ან საბანკო სერვისით დისტანციურად სარგებლობისას შეგიძლიათ გაანდოთ სხვას).

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები