Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დღეიდან დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო

დღეიდან დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო


დღეიდან მოქალაქეები დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ხვალიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ.


„დღეიდან სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. ხვალიდან აღნიშნული ბარათების შეძენა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან, მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.


2022 წლის 1-ლი თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტები დაინერგება.







წყარო: იმედი

ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები