Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

18 აპრილიდან TIR პროცედურაზე დაშვების წესი მარტივდება

18 აპრილიდან TIR პროცედურაზე დაშვების წესი მარტივდება


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შევიდა ცვლილება.

განხორციელებული ცვლილებით, გამარტივდა პირის TIR პროცედურაზე დაშვების წესი. კერძოდ:

შემოსავლების სამსახურის მიერ, „TIR კარნეტის ფარგლებში საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“, ჟენევის 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციის მე-9 დანართის მე-2 ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარკვეული მოთხოვნებისა და კრიტერიუმების ავტომატურად გადამოწმების ხარჯზე, შემცირდა ეროვნულ საგარანტიო ასოციაციაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა.

ამასთან, აღნიშნული ცვლილებით, მკაფიოდ გაიმიჯნა TIR პროცედურაზე დაშვების პროცესში ეროვნული საგარანტიო ასოციაციისა და საბაჟო ორგანოს ფუნქციები და განსახორციელებელი ღონისძიებები. ასევე, დამატებით განისაზღვრა TIR პროცედურაზე დაშვებული პირების კონტროლისა და დაშვების გაუქმების პროცედურები. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2022 წლის 18 აპრილიდან.

წყარო : შემოსავლების სამსახური

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები