Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

გვპასუხობს იურისტი :არასრულწლოვანთან დაკავშირებული სასამართლო დავები

გვპასუხობს იურისტი :არასრულწლოვანთან დაკავშირებული სასამართლო დავები


ჩვენი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გვპასუხობს არასწრულწლოვანის ქონებასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე.

-როგორ ხდება არასწრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა?

-ადვოკატი : ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა­ დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ქონების განკარგვის მიზანი შეიძლება იყოს ახალი­ უძრავი ქონების შეძენა ბავშვისთვის, შესაძლოა ქონების გასხვისებით მიღებული­ თანხა საჭირო იყოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის, განათლებისა და ყველა იმ პირობების შესაქმნელად, რაც სავალდებულოდ საჭიროა ბავშვისთვის.

-და რა ხდება მაშინ თუ სასამართლო ნახავს,რომ ქონებას არასრულწლოვანის სასარგებლოდ არ განკარგავენ?

-ადვოკატი: მაშინ მშობელს მისი განკარგვის უფლება ვერ მიეცემა.  აღნიშნულზე სასამართლოს დავალებით კონტროლს ახორციელებს­ სსიპ "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სააგენტო". 

-თუ მეუღლეები განქორწინებულები არიან და ერთ-ერთი მათგანი არაა თანახმა ბავშვის საზღვარგარეთ გაშვებაზე,რა შეიძლება მშობელმა გააკეთოს?

-ადვოკატი: საზღვარგარეთ ბავშვის წასაყვანად საჭიროა პასპორტი,რის აღებასაც ორივე მშობლის თანხმობა სჭირდება.თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ,დავა სასამართლოში გადაინაცვლებს.საქმეში ერთვება სოცმუშაკი, ფსიქოლოგი და სასამართლო ყველა დასკვნის საფუძველზე იღებს გონივრულ გადაწყვეტილებას.

- და იყოფა თუ არა ქონება მეუღლეთა შორის განქორწინებისას?

-ადვოკატი: გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას­. საერთო საკუთრება არის ის ქონება, რომელიც მეუღლეთა მიერ შეძენილ იქნა ქორწინების შემდგომ პერიოდში. თუ, მაგალითად, ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ეს ქონება განქორწინების დროს არ იყოფა. 

ხშირად განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე და მათ სარჩენად გადასახდელი სახსრების ოდენობაზე. სასამართლო მოვალეა დაადგინოს, შვილი რომელ მშობელთან დარჩება და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა დაეკისროს ალიმენტი. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. სხვა შემთხვევაში, როცა ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე და ალიმენტის საკით­ხებიც გარკვეული აქვთ ერთმანეთში, მაშინ მხარეები ამ პრობლემას იუსტიციის სახლში მისვლით მოაგვარებენ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები