Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

პროფესია ადვოკატი

პროფესია ადვოკატი


როგორც ყველა პროფესიას საადვოკატო საქმიანობასაც გააჩნია თავისი სპეციფიკა, აუცილებელი უნარ-ჩვებები, საქმიანობის სტილი და ა.შ.

1.2. მუხლი საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ მიუთითებს, რომ „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ თუ კანონზე ადვოკატის დამორჩილება სრულებით გასაგებია პროფესიული ეთიკის კოდექსი „განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებს და ქცევის წესებს“ ამასთანავე ამ ეთიკის კოდექსის მიზანია „დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის“ რაც შეეხება თავისუფალ პროფესიას, თავისუფალი პროფესიის სრულ და ან/და ზუსტ განსაზღვრებას ზუსტ განმარტებას კანონი რა თქმა უნდა არ გვაძლევს თუმცაღა ის შესაძლებელია ასეთი სახის იქნეს ჩამოყალიბებული „თავისუფალი პროფესია ეს არის გონებრივად მომუშავე პირი (მწერალი, ექიმი, იურისტი) რომელიც არ არის დასაქმებული მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე და არ აქვს ხელფასი, არამედ მისი ანაზღაურება განისაზღვრება გაწეული მომსახურების ჰონორარიდან“ თანამედროვე საქართველოში ადვოკატის თავისუფალი პროფესია შეიძლება ასე მარტივად განისაზღვროს „თავისუფალი პროფესიის პირი ეს არის პირი რომელიც სთავაზობს სხვა პირებს მომსახურებას, დახმარებას ან/და წარმომადგენლობას, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონზე დაყრდნობით,  საქმის ცოდნით და ის დაცულია თავის საქმიანობაში ნებისმიერი მესამე პირის ჩარევისგან. თავისუფალი პროფესიის პირსა და მის კლიენტს შორის მყარდება განსაკთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა“;

საადვოკატო საქმიანობას აქვს სულ 11 პრინციპი, პრინციპები რომელზეც დგას საადვოკატო საქმიანობა ესენია ა) კანონიერება; ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება; გ) პროფესიული კომპეტენტურობა; დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა;

საადვოკატო საქმიანობა ასევე დაცულია კონსტიტუციით კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 3 ქვემუხლის 2 ნაწილით დადგენილია, რომ „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები