Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი  კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურში.
კანონი ქორწინებას აუცილებლად უკავშირებს მისი რეგისტრაციის ფაქტს. არარეგისტრირებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, თუნდაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს. საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, მაგრამ მას მაინც არ ათანაბრებს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ ქორწინებასთან. შესაბამისად, არც ჯვვარდაწერილ და არც სხვა რაიმე რელიგიური წესით დაკავშირებულ წყვილს არ წარმოეშობა ერთმანეთის მიმართ ის სამართლებრივი უფლება-მოვალეობები, რაც განსაზღვრულია კანონით.

სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით,  მეუღლეებს შორის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში.ქონების რა ნაწილი ექვემდებარება გაყოფას განქორწინების დროს?
ქონება, რომელიც მეუღლეებმა თანაცხოვრებისას შეიძინეს, თანაბრად იყოფა. გამონაკლისს წარმოადგენს ის ქონება, რომელიც  დაქორწინებამდე ეკუთვნოდა ამა თუ იმ მეუღლეს და ქონება, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით. ასევე ქონების გაყოფის წესი არ ვრცელდება პროფესიული საჭიროებისთვის შეძენილ ნივთებზე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ქონება თანაცხოვრების დროს იყოს შეძენილი. 

რა მიიჩნევა საერთო ფინანსებად? (ერთობლივ სახსრებად) ?
ფული, რომლითაც თანაცხოვრების დროს შეიძინეს ქონება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთ-ერთი მეუღლე საერთოდ არ მუშაობდა და მას სტაბილური შემოსავალი ამ პერიოდში არ ჰქონია.  განქორწინების დროს მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს ამ ქონების თანაბრად გაყოფა. 


კანონი განასხვავებს მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას. ინდივიდუალურია თითოეული მეუღლის ის საკუთრება, რომელიც მას დაქორწინებამდე ეკუთვნოდა. ასევე ის, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მეკვიდრეობით ან ჩუქებით. მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ყველაფერი ის, რაც მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუნდაც მხოლოდ ერთი მეუღლის შემოსავლით შეძენილი ქონება, საერთო საკუთრებად ითვლება.

საერთო საკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილი თანაბარია. ამ წესიდან არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი, შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები;
ბ) ის შრომის უუნაროა, ანდა:
გ) თუ მეორე მეუღლე, ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა.




დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ კონსულტაციაზე  საოჯახო დავების საქმის წარმოების პროცედურების, ვადების, მომსახურების საფასურსა და სხვა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები