Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

საადვოკატო ბიურო ,,ნაკაშიძე&პარტნიორები'' არის მაღლკვალიფიციურ ადვოკატთა ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ თქვენი უფლებების დასაცავად.

რა არის მემკვიდრეობა და ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე? 

1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა _ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე _ მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.


მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:

1) კანონით მემკვიდრეობის დროს _ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

2) ანდერძით მემკვიდრეობისას _ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.


ვინ არიან კანონით მემკვიდრეები?

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:


1) პირველ რიგში - შვილები,მეუღლე,მშობლები;

1) მეორე რიგში - დები და ძმები;

1) მესამე რიგში - ბებია და პაპა;

1) მეოთხე რიგში - ბიძები,დეიდები და მამიდები;

1) მეხუთე რიგში - ბიძაშვილები,დეიდაშვილები და მამიდაშვილები;


რიგითობა კანონით მემკვიდრეობისას: 

წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები