Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა თანხებს და დროს საჭიროებს სასამართლო დავა?

რა თანხებს და დროს საჭიროებს სასამართლო დავა?


სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს ადვოკატის მომსახურების, სახელმწიფო ბაჟის, სხვადასხვა სპეციალისტისა ან/და ექსპერტიზის, მოწმეების დასასწრებად საჭირო თანხებს.

სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი  საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური პირები (მოქალაქეები) და იურიდილი პირები იხდიან, რათა სახელმწიფომ შეასრულოს მათ სასარგებლოდ იურიდიული მოქმედებები ან გასცეს სათანადო საბუთები. ბაჟს ვიხდით სასამართლოში სარჩელის შეტანისას,  რათა სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყოს.

არსებობს ბაჟის გამოთვლის მარტივი და პროპორციული მეთოდები.

მარტივი მეთოდი  ნიშნავს რომ კანონი წინასწარ განსაზღვრავს ბაჟის ოდენობას. მაგალითად, ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში: ბაჟი სარჩელისათვის ქონებრივ მოთხოვნაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს შეადგენს 50 ლარს; ბაჟი სარჩელისათვის არაქონებრივ მოთხოვნაზე შეადგენს 100 ლარს.

პროპორციული მეთოდით კი გამოითვლება მაგალითად, ბაჟი ფიზიკური პირისათვის, თუკი ქონებრივი მოთხოვნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ამ შემთხვევაში ბაჟის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულების 3%, 4% ან 5 %-ით, სასამართლოს ინსტანციის მიხედვით.

სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. თუმცა, ამის შესახებ მოსარჩელემ (ვინც სასამართლოში სარჩელი შეიტანა) სარჩელში, ანდა მოპასუხემ (ვის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი) შეგებებულ სარჩელში უნდა მიუთითონ.ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს.

მიუხედავად ამისა, მოგებული მხარის ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მეორე მხარეს ეკისრება გონივრულ ფარგლებში. კანონი განსაზღვრავს იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც წაგებულ მხარეს შეიძლება დაეკისროს. თანხამ შეიძლება შეადგინოს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4 %, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - 2000 ლარამდე.  ამ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო გაითვალისწინებს საქმის სირთულეს, პირის ქონებრივ მდგომარეობას, შემოსავლების ოდენობას და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების „გონივრულ ფარგლებს“ განსაზღვრავს. ასეთი წესი ქმნის ამ ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს წაგებული მხარის ინტერესებს, რომელსაც ხარჯების ანაზღაურება მოუწვს.

სასამართლო პროცესი, როგორც წესი, დიდ ხანს გრძელდება, იმართება არაერთი განხილვა, რაც შეიძლება თვეები, ან წლებიც კი გაგრძელდეს. თუმცა, მოქალაქის სარჩელი, რომელიც მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევას შეეხება, სამოქალაქო საქმეთა კატეგორიაში გადის. ამ კატეგორიის საქმეებზე კი სასამართლომ პირველი მოსმენა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვეში უნდა დანიშნოს, განსაკუთრებით რთულ საქმეებზე კი - არაუმეტეს 5 თვეში.  შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ პირველი მოსმენის შემდეგვე მიიღოს. ამავე დროს, სულაც არ არის საჭირო უშუალოდ მომხმარებელი - მოსარჩელე ესწრებოდეს ყველა სასამართლო სხდომას. მას შეუძლია თავის ადვოკატს მიანიჭოს უფლებამოსილება სასამართლოზე მისი ინტერესები წარმოადგინოს, თავად კი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოცხადდეს სასამართლოში. ასე რომ, სასამართლო დავა შესაძლებელია სულაც არ მოითხოვდეს მიუწვდომელი ხარჯების გაღებასა და დიდი დროის დახარჯვას. სასამართლო სისტემა არაა მორგებული მხოლოდ „გადახდისუანარიან მომჩივნებზე“. კარგად მომზადებული სარჩელის შემთხვევაში, კანონის წინაშე თავი შეუძლია დაიცვას  სასამართლო ხარჯების გადახდისუუნარო პირმაც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები